პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციამ გასული წელი შეაჯამა. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობისა და გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. მოქალაქეების 240 მიმართვისა და ჩატარებული 114 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 385 პროცესი შეისწავლა.
„2017 წელს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი, აქედან 145 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 53 ფაქტზე – გაფრთხილება, 76 შემთხვევაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა. დამატებით გაიცა შე- სასრულებლად სავალდებულო 270 დავალება და რეკომენდაცია. სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და მათი კომპეტენციის ფარგლებში შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაეცა 11 საქმე,“ - ნათქვამია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციის ანგარიშში.
საჯარო სამსახურები, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვის წესები დაარღვიეს:
თბილისის მერია, აღსრულების ეროვნული ბიურო და სამართალდამცველი ორგანოები ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატმა დარღვევები აღმოაჩინა.
აპარატის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიაში ადგილი ჰქონდა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების არაკანონიერ ფაქტებს.
„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ელექტრონული სისტემა არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას. სისტემაში აღირიცხებოდა მხოლოდ მომხმარებლის შესვლისა და გამოსვლის ფაქტები, ასევე, თუ რომელ კამერაზე განხორციელდა წვდომა. თუმცა არ აღირიცხებოდა, ვინ, რომელი კამერიდან, როდის და რა მიზნით დაამუშავა ვიდეოჩანაწერი. მერიის უფლებამოსილმა პირმა შემოწმების მიმდინარეობისას უზრუნველყო მოქმედებების სრულად აღრიცხვის ფუნქციის გააქტიურება.“ - ნათქვამია ანგარიშში.
აღსრულების ბიურომ კი მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ წერილები უკონვერტოდ გაუგზავნა. აღნიშნული გზავნილები შეიცავდა პირად მონაცემებს. ორივე უწყებას რეკომენდაციები მიეცა.
„საქართველოს კონსტიტუცია და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ საჯარო ორგანიზაციას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. კერძოდ, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით დამუშავდა, რა გზით შეგროვდა და ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები.“ - ნათქვამია აპარატის მიერ მომზადებულ 2017 წლის ანგარიშში.
გაინტერესებთ, რა არის პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ?
საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ადვოკატის, ანა გორდეზიანის განმარტებით, პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება - სახელი, გვარი, მისამართი, ფოტო, სამედიცინო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის დეტალები, ასევე, ინფორმაცია პირის ინტერესების და შეხედულებების შესახებ და ა.შ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაში:
1. თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ:
2. დააზუსტეთ მონაცემთა შეგროვების საფუძველი და ადეკვატურობა
ხშირად ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, თქვენგან სხვადასხვა მონაცემებს ითხოვენ. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, თუ სავალდებულოა, რა შედეგი დადგება მათი მიუწოდებლობის შემთხვევაში.
თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღემატება კონკრეტული მომსახურების მიღების მიზნებს, დააზუსტეთ მათი მოთხოვნის საფუძველი. ეცადეთ გასცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების მისაღებად.
3. გაეცანით თქვენზე არსებულ მონაცემებს
თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ინახება ამა თუ იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიიღოთ ამ ჩანაწერების ასლები.
იმ შემთხვევაში, თუ უარი გეთქვათ მონაცემების გაცნობაზე, მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.
4. შეამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემის სისწორე
თუ თქვენს შესახებ ამა თუ იმ ორგანიზაციაში არსებული მონაცემები მცდარი ან მოძველებულია, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება.
ხოლო, თუ მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
თუ ამა თუ იმ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეთ, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მონაცემთა შემდგომი გამოყენების შეწყვეტა - მაგალითად, თქვენი მონაცემების ამოღება კლიენტების ბაზიდან.
მოთხოვნა, შესაძლოა, განხორციელდეს წერილობით, ზეპირად ან ელექტრონულად, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.
5. ონლაინ მოქმედებების განხორციელების დროს:
6. დაიცავით დოკუმენტების უსაფრთხოება
ნუ დატოვებთ პერსონალური მონაცემის შემცველ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, ამონაწერი ანგარიშიდან, პასპორტი, ბლოკნოტი და სხვა) უყურადღებოდ და დაუცველ ადგილას. გარკვეულ შემთხვევებში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონცემების შემცველი დოკუმენტების ასლების განადგურებაც (მაგალითად სასტუმრო მომსახურების გაწევის შემდეგ).
7. თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება
პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ უფლების შელახვა საჯარო დაწესებულებაში მოხდა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის განხილვის დასრულებამდე კი შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში