სისხლის სამართლის პროცესში ახალი ინსტიტუტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი შემოდის, რომლის ფუნქცია სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის მხარდაჭერა იქნება.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ხორციელდება, რომლის ავტორი - მთავარი პროკურატურა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობაა.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია პროკურორის გადაწყვეტილებით ჩაერთოს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საქმეში მისი ჩართვის მიზანია “მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა“.
პროექტით, პროკურორი უფლებამოსილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე განიხილოს. ამასთან, მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება. კერძოდ, კოორდინატორი პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მის უფლება- მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მათთვის საჭირო სერვისების შესახებ და ეხმარება შესაბამის ორგანოსთან დაკავშირებაში, თუ მოწმე ან დაზარალებული საჭიროებს ამგვარ დახმარებას.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არ არის უფლებამოსილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარი ფორმით ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება