ბოლო 6 თვეში გადაჭარბებული ხმაურის და პიროტექნიკის კანონდარღვევით გამოყენების გამო 60 ჯარიმა დაიწერა და 143 გაფრთხილება გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯარიმების მოცულობამ 29 550 ლარი შეადგინა. დარღვებს შორის ყველაზე ხშირი ფიზიკური პირების მიერ პიროტექნიკის აკრძალულ დროს მოხმარებაა. ჯარიმების მეტი წილი - 17 000 ლარი კი იურიდიულ პირებს დაეკისრათ.
გადაჭარბებული ხმაური თითქმის 6 თვეა, დასჯადი გახდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებები გასული წლის ივნისში შევიდა და აგვისტოში ამოქმედდა.
კანონის მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული.
პირველ ჯერზე სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.
ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის - 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ხმაურის დასაშვებ დონეს, საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბელს, ღამის საათებში კი 30 დეციბელს.
კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.
ყველანაირი ფოიერვერკი ღამის საათებში იკრძალება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დაწესდება.
დღის საათებად ითვლება 07.00 – 23.00 სთ –მდე, ღამის საათებად - 23.00–დან 07.00 სთ–მდე.
წყარო: bm.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში