საქართველოში მოქმედ ზოგიერთ კერძო კომპანიაში სამუშაო ადგილებზე ვიდეო თვალთვალი დასაქმებული პირების გაფრთხილების გარეშე მიმდინარებს. დამსაქმებლები ვიდეომონიტორინგს თანამშრომლების ქცევის, ჩაცმულობის, კომუნიკაციის კონტროლის მიზნით იყენებენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საფინანსო ორგანიზაციები, სავაჭრო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სასტუმროები, სააფთიაქო ქსელები, ავტოგასამართი სადგურები და საჯარო დაწესებულებები შეისწავლა.
„ერთ- ერთი კომპანია დასაქმებული პირების ჩაცმულობის, საქმიანი სტილის მონიტორინგს ახორციელებდა ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით. ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრატორს დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურიც გამოეცხადა, ვინაიდან მას არ ეცვა სამსახურის სპეციალური ფორმა.“ - ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი ავრცელებს.
2 400 ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობის მუშაობის შესწავლის შედეგად არა ერთი დარღვევა გამოვლინდა. 25 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჯარიმა დაეკისრა. მათ შორის ერთ-ერთი, სავაჭრო ქსელი „ფრესკოა“, სადაც სათვალთვალო ვიდეო კამერა თანამშრომელი ქალების გასახდელში იყო დამონტაჟებული. დირექცია კი ამტკიცებდა, რომ ეს ქალებმა თავად მოითხოვეს.
კომპანიებს, სადაც თვალთვალი წესების დარღვევით მიმდინარეობდა დაევალათ, ვიდეო გადაღების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, დასაქმებულთა ინფორმირება და სხვა წესების დაცვა.
თანამშრომლებზე თვალთვალი მხოლოდ კერძო სექტორში არ ხდება. დასაქმებულების უფლებების დამრღვევთა შორის ერთ-ერთი გამგებელიც მოხვდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკს ვიდეოსათვალთვალო სისტემისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლებდა.
წყარო: bm.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში