ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა მარტივდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს გამოაქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკა ამ მიმართულებით. ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ. მეც მქონდა საუბარი არაერთხელ და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართლებით არის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული და ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდენის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და მთავრობა სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს.
„დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ჩვენ ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ამას ვახორციელებთ ასევე, საგანმანათლებლო კამპანიით, ვინაიდან ეს უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდანვე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება