error1588 2018.03.06
სასამართლოში ბიზნესდავების მიმართულებით რეფორმები იგეგმება

გაჭიანურებული ბიზნესდავები და არაკომპეტენტური მოსამართლეები- ეს ის საკითხებია, რომლებიც ბოლო წლებში ბიზნესისთვის ერთერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება. საერთაშორისო რეიტინგებშიც, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ, საქართველოში სასამართლო პრობლემურ საკითხად რჩება. ასეთი იყო მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა და სადაც საქართველო ჩამოქვეითდა, ძირითადი შენიშვნები კი ზუსტად მართლმსაჯულების მიმართულებით მიიღო. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აღიარებს, რომ საქართველოს სასამართლოებს საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა აქვთ. მისი თქმით, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის რაოდენობა საქმეთა რაოდენობასთან მიმართებით არის მცირეა. 

რაც შეეხება შეკითხვას, რა ცვლილებები იგეგმება ამ პრობლემების გადაჭრისთვის, დიმიტრი გვრიტიშვიილ ამბობს, რომ პირველ რიგში მიმდინარეობს კვლევა, რომელიც დაადგენს, რა რაოდენობის მოსამართლეებია საჭირო.

„პრობლემის გადაჭრის ერთი გზა არის სასამართლო აპარატისა და მოსამართლეების რაოდენობის ზრდა. 

მეორე საშუალება არის სპეციალიზაციის დანერგვა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა ცალკე სპეციალიზაცია საქალაქო სასამართლოში ბიზნესდავების განხილვისთვის. რამდენიმე მოსამართლე გამწესდა ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე ხელშესახები პოზიტიური შედეგები გვაქვს ამ კატეგორის დავათა განხილვის სისწრაფის მიმართულებით. განხილვის საგანია, რომ სპეციალიზირებული მოსამართლეების გამწესება მოხდეს სააპელაციო სასამართლოებშიც. 

ასევე, არის საკანონმდებლო ინიციატივები, რომ გაფართოვდეს საქმეთა კატეგორიები, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს შეეძლება ერთპიროვნულად საქმის განხილვა ანუ არა 3 მოსამართლეს, არამედ ერთ მოსამართლეს. 

ამასთან, გაფართოვდეს იმ საქმეთა კატეგორია, სადაც სააპელაციო სასამართლოს შეეძლება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვა“,- აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში