error1172 2018.03.07
ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ

1-ელი მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. 

„ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენ პროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით. 

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - ,,ადგილობრივი საბჭოს” და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. 

პროკურორთა სპეციალიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

 

წყარო: ipn.ge

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება