„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას თუ რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების შემდეგ, ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:
1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე (აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე), ასევე აზარტულ თამაშობებთან;
2. სასტუმროს ან/და ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ შეთავაზებასთან, თუ აღნიშნული მომსახურების საბოლოომიმღებს წარმოადგენს არარეზიდენტი;
3. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება აღნიშნული სახის გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე;
4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან;
5. როუმინგის მომსახურებასთან;
6. უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან;
7. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან;
8. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან;
9. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან; არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოსშესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე. ეს პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე;
10. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან;
11. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან;
12. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან;
13. უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან;
14. მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტთან; მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2018 წლის 23 თებერვალის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ბრძანების მიზნებისთვის არარეზიდენტად ითვლება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არარეზიდენტი იურიდიული პირი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ამასთან, ბრძანების თანახმად, მეწარმეები ვალდებული არიან, თავიანთი საქმიანობა ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 2018 წლის 1 აპრილამდე მოიყვანონ.
შეგახსენებთ, რომ ფასის ლარში გამოხატვის ვალდებულება მეწარმე პირებისთვის 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში