აქართველოს უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების საკითხზე სამსჯელოდ, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ თავისი ხედვა გააცნო, მართლმსაჯულების 2017-2021 წლების განახლებული რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორცილების კონტექსტში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველ მოსამართლეებსა და სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
შეხვედრის მონაწილეებმა შეხვედრაზე წარდგენილი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის, მოსამართლე რენატე ვინტერისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ლაილა ომარ გადის მოსაზრებები მოისმინეს, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და წევრთა შორის ფუნქციებისა და მიმართულებების განაწილების თაობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე სამუშაო ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც დასრულებული ვარიანტი განსახილველად წარედგინება, ჯერ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ხოლო შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება