error1671 2018.03.12
ტაქსის მძღოლებს მანქანაში მრიცხველის დაყენების ვალდებულება ექნებათ

ტაქსის მძღოლებს მანქანაში მრიცხველის დაყენების ვალდებულება ექნებათ -  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ავრცელებს.  

 მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება. 

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

„კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომლსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასული - ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შერავათიანი იქნება ეს გადასახადიც - პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის. 

ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია. 

რაც შეეხება მეორე ეტაპს... რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მუშაობს ამ ქალაქში, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით. 

მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში