დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. კომიტეტს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რომელსაც საკუთარ დასკვნაში ასახავს. შენიშვნები ძირითადად პროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას და ეროვნული ბანკის ჩართულობის ხარისხს უკავშირდება.
საკანონმდებლო პაკეტის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „უნდა განისაზღვროს სარგებლის შეფასების ინდიკატორი, რომელიც გაითვალისწინებს ინფლაციას, ფულის ღირებულებას იმ მომენტისთვის. მოქალაქე, რომელიც საპენსიო ფონდში საკუთარ ფულს ჩადებს, ამ ინდიკატორის მიხედვით შეძლებს განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა გაიზარდოს ეროვნული ბანკის როლი, რათა თანხის არასწორი განთავსების შემთხვევაში, ბაზარი არ დაზარალდეს.
საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვისას დეპუტატების მხრიდან გამოითქვა ეჭვი, თუ რამდენად ღირსეული იქნება ის სარგებელი, რომელიც პოტენციურმა პენსიონერმა უნდა მიიღოს.
წყარო:bpn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში