საკონსტიტუციო სასამართლომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე გიორგი ვაშაძის სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო. სასამართლო მიიჩნევს, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
არსებული კანონით, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელია, ქალებისთბის კი 60 წელი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ ნორმით ირღვევა საქართველოს მოქალაქე მამაკაცთა უფლება, ვინაიდან მათი საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალთა საპენსიო ასაკი, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დონეზე დაცულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობა განათლების მიღების, დასაქმების შესაძლებლობის, თანაბარი ანაზღაურებისა და საპენსიო შენატანის მხრივ. შესაბამისად, სახელმწიფოს წინაშე არ დგას ქალებისათვის სადავო ნორმით გათვალისწინებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საჭიროება.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სადავო რეგულირება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას და, ასევე, ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია მამაკაცებთან შედარებით. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც შესაძლოა ემსახურებოდეს ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ქალებისათვის შეღავათის დაწესება.
წყარო:bm.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება