„ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევაზე 29,550 ლარით, ბოლო 6 თვეში, 26 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი დაჯარიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის განცხადებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის მიერ, საერთო ჯამში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე და 772-ე მუხლების დარღვევის გამო, რაც გულისხმობს დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების აკრძალვას, სულ 143 ფიზიკური და იურიდიული პირი გააფრთხილეს.
აქედან, მისივე ინფორმაციით, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი - საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის - დაჯარიმდა 24 ფიზიკური პირი, თითოეული - 150 ლარით, ხოლო 17 იურიდიული პირი, თითოეული - 500 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის, ერთი წლის განმავლობაში, ერთი და იმავე სუბიექტების მიმართ, ახალი ჯარიმა გამოიწერა 18 შემთხვევაში. აქედან - 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა 300 ლარით, ხოლო 17 იურიდიული პირი, განმეორებითი ქმედებისთვის, თითოეული - 1 000 ლარით.
რაც შეეხება მონაცემებს ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტებზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დაჯარიმდა 1 ფიზიკური პირი 150 ლარით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხმაურის შესახებ შესული ცვლილებების შემდგომ, საერთო ჯამში, 26 ფიზიკური პირი, ხოლო 34 იურიდიული პირი დაჯარიმდა. საჯარიმო თანხის ოდენობამ, ფიზიკური პირების შემთხვევაში - 4 050 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - 25 500 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შსს-ის სსიპ „112“-ის მიერ ცალკეულად, „ხმაურით შეწუხებასთან დაკავშირებული შესული ინფორმაციების აღრიცხვა არ ხდება“.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელიც უწყებებს უკვე გადაეგზავნათ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება