error2588 2018.03.20
ადვოკატთა ასოციაცია:„ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მეტად კომპლექსური ხასიათისაა“

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროვების შესახებ  ავრცელებს განცხადებას , რომელსაც საადვოკატო ბიურო „OK&CG“ უცვლელად  გთავაზობთ: 

 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალურ შევიწროვების ყველანაირ გამოვლინებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტების დროულ შესწავლასა და მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

 

ადვოკატებმა, როგორც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე მყოფმა პროფესიონალებმა, უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მგრძნობელობა ძალადობის, სექსუალური შევიწროვებისა და ზოგადად ქალთა უფლებების საკითხების მიმართ. უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შეზღუდულია.

 

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მეტად კომპლექსური ხასიათისაა, მაგრამ იურიდიულმა პროფესიამ, გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომლის გამოც ქალები უარს ამბობენ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართონ ადვოკატებსა და მართლმსაჯულებას.

 

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი მართალია დაუშვებლად მიიჩნევს სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას თუმცა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული ნორმის საფუძველზე არ აძლევს მსხვერპლს მოძალადის მიმართ სასამართლო დავის წამოწყების შესაძლებლობას ქმედების აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით.

 

მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ხარვეზი უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქალთა დაცვას ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან, არამედ, ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური სტანდარტის განხორციელებას ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით,“-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში