error1499 2018.03.21
ანა გორდეზიანი: ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება

 ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა გახსნეს.

 

დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და კომტეტის წევრებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ხოლო კომიტეტის წევრებმა განიხილეს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

 

სამოქალაქო სამართლის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტი, ანა გორდეზიანია, რომელიც კომიტეტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვას გეგმავს. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის მიერ განხორციელებული სიახლე, რაც სხვადასხვა კომიტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს, სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა ასოციაცია უფრო და უფრო აქტიური იყოს, რაშიც ვფიქრობ სიახლე, ანუ კომიტეტების შექმნა და დარგობრივი მუშაობა მნიშვნელოვნად განავითარებს ჩვენს პროფესიულ საქმიანობას. რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო სამართლის კომიტეტ; ჩვენი კომიტეტის მიზანი პრობლემურ საკითხებზე მსჯელობაა, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სასამართლოსთან ხშირი კომუნიკაციია, რისთვისაც ჩვენ ვგეგმავთ, აქტიური შეხვედრები გავმართოთ სასამართლო ხელისუფლებასთან და ვიმსჯელოთ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ უკანასკნელთან მიმართებით იგეგმება.  მე, როგორც რიგითი ადვოკატი და კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, დიდი მოლოდინით ვარ და ვფიქრობ, ჩვნი მუშაობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს,- განმარტა ანა გორდეზიანმა.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება