ეკონომიკის სამინისტრო „შენობა-ნაგებობების ენერგეტიკული მახასიათებლების შესახებ’’ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ენერგოეფექტიანობის მოთხოვნებს ადგენს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტების დახმარებით შემუშავდა, რომელიც ძალაში მომავალი წლის ივნისამდე უნდა შევიდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მალე იქნება დაგზავნილი უწყებებითვის და წელსვე შემოვა პარლამენტში. კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ კანონის ძალაში შესვლისათვის დაახლოებით 9 კანონქვემდებარე აქტი უნდა შემუშავდეს, მათ შორის ისეთები, რომელიც შეეხება მთელი საქართველოს ზონირებას ანუ მოხდება ზონებად დაყოფა ენერგო მოხმარების თვალსაზრისით და კლიმატიდან გამომდინარე. დადგენილი იქნება ნორმები თითოეული ზონისათვის და თითოეულ ზონაში არსებული შენობა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს. ეს ყველაფერი იქნება მიღებული მომავალი წლის დასაწყისში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ მომავალი წლის ივნისის ბოლომდე უნდა იყოს ძალაში შესული.
რა არის და რა მნიშვნელობა აქვს ენერგოეფექტურობას მსოფლიოსთვის და რაღა თქმა უნდა, საქართველოსთვის? - ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალ საადვოკატო ბიურო „OK&CG“ განგიმარტავთ.
ენერგოეფექტურობა განიხილება როგორც მოხმარებული ენერგიის შემცირება მოცემული მომსახურებისთვის (გათბობა, განათება, ა.შ.) ან საქმიანობისათვის. მოხმარებული ენერგიის შემცირება ზოგადად ასოცირდება ტექნოლოგიურ განვითარებასთან, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა, რადგან შემცირება შეიძლება მოხდეს უკეთესი ორგანიზებისა თუ მენეჯმენტის შემთხვევაში ან მოცემულ სექტორში გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების დროს („არა-ტექნიკური ფაქტორები”). ეკონომისტებისათვის ენერგოეფექტურობა უფრო ფართო ცნებაა: ის მოიცავს ყველა ცვლილებას, რომელიც გულისხმობს მოხმარებული ენერგიის რაოდენობის შემცირებას ეკონომიკური საქმიანობის ერთი ერთეულის შესაქმნელად (მაგ. მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ან პირობითი სუფთა ღირებულების პროდუქციის მისაღებად მოხმარებული ენერგია). ენერგოეფექტურობა ასოცირდება ეკონომიკურ ეფექტურობასთან და მოიცავს ტექნოლოგიურ, ქცევით და ეკონომიკურ ცვლილებებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ენერგოეფექტურობა წარმოების სექტორში უბრალოდ ნიშნავს იმავე რაოდენობის წარმოებას ნაკლები ენერგიის ხარჯვით, ან გაზრდილ წარმოებას ენერგიის იმავე დანახარჯით. რეალურად, მცირდება ერთეული პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ენერგიის რაოდენობა, რაც ზოგავს თანხებს.
მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა აქტიურად არის გადასული ენერგოეფექტურ სისტემაზე და მათი მაგალითი ერთგვარი საბუთია იმისა, რომ ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი, ეფექტური და საჭიროა მთელი მსოფლიოსთვის ; იგი თანამედროვე განვითარებული საზოგადოების მახასიათებელი ნიშანია. ენერგოეფექტურობის აქტუალობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ენერგოშემცველების (ნახშირწყალბადების) მარაგების შემცირება; ენერგოშემცველებზე, თბურ და ელექტროენერგიებზე ფასების მკვეთრი და შეუქცევადი ზრდა; თითქმის ყველა სახის ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედება-სწორედ ამიტომ გახდა ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დღევანდელ მსოფლიოში.
რაც შეეხება საქართველოს; ენერგოეფექტურობის სისტემაზე გადასვლის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე აიღო. თავდაპირველად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც თითოეული ზონსა და თითოეულ ზონაში არსებული შენობებს დაავალდებულებს, დააკმაყოფილონ გარკვეული ნორმები.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში