„გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა და აგრეთვე, კოდექსს 2 ახალი მუხლი დაემატება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში და აგრეთვე კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას. წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.
მისივე თქმით, ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი იქნება გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.
„იმედი მაქვს, რომ საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც არ გახდება საჭირო, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია, რათა ვერც ერთმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ მადლობა გაუხადა დეპუტატ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებული ცვლილებების შექმნის პროცესში.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში