error1725 2018.03.24
საქართველოში უკვე უვადოდ დანიშნული 128 მოსამართლეა

2018 წლის 23 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ შვიდი მოსამართლე დანიშნა უვადოდ.

 

ესენი არიან ის მოსამართლეები, ვინც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ეს ვადა მათ 2018 წლის 1 მაისს ეწურებოდათ.

 

თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ:

 

  1. ელენე გოგუაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
     
  2. მერი გულუაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
     
  3. ხათუნა კაკაბაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
     
  4. ირაკლი კოპალიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
     
  5. თამარ მეშველიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
     
  6. დიანა ფარქოსაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
     
  7.  მაია ქოქიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.
     

ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, იუსტიციის საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.
 

მთლიანად, უვადოდ უკვე 128 მოსამართლეა დანიშნული.