error1750 2018.03.26
შესაძლოა, მცირე მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადი 5-ჯერ შემცირდეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. 

ახალი საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს მცირე მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას - საშემოსავლო გადასახადი 5%-დან 1%-მდე შემცირდება. ამასთან, მცირე მეწარმის სტატუსის ქონისთვის შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება.

ცვლილებებით, მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა - კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და ბუღალტრული აღირცხვის ვალდებულება აღარ იქნება. ვალდებულება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

 

 მართალია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამდელებზე გარკვეული შეღავათები არსებობს, თუმცა, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტს, ქეთევან ქავთარაძეს მიაჩნია, რომ „მსგავსი სახის შეღავათები არათანაბარ მდგომარეობაშ აყენებს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებს, ამდენად დაგეგმილი ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, ვინაიდან მიზნად ისახავს გადამხდელებისთვის გადახდის წესის გამარტივებას და იმ თავითვე საქმიანობიდან მიღებული მოგების გაზრდას.

 მცირე მეწარმეებთან მიმართებით, უპირველესყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის სუბიექტები გახლავთ მეწარმეები, რომელთა საქმიანობასაც კანონის დონეზე სჭირდება ხელშეწყობა, დახმარება, რათა განვითარდეს მათი საქმიანობა და გაიზარდოს მათი მოგება. აღნიშნული ასევე მიზანშეწონილი გახლავთ სახელმწიფოსათვის, ვინაიდან მსგავსი რეგულაციები გაზრდის ბიზნეს სუბიექტების ოდენობას საქართველოში და განავითარებს ბიზნესს ქვეყანაში, რაც პირდაპირ აისახება სახელმწიფოს ბიუჯეტზეც“.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, - საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან

 

 რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

  • მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
  • პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
  • მარტოხელა დედის;
  • პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
  • პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;

  

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება