error1443 2018.03.26
რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სამსახურში მიღებული საწარმოო ტრავმების საზღაურად?

 სამუშაო ადგილზე მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან 900-ზე მეტი მოქალაქე იღებს. მხოლოდ მიმდინარე თვეში მათთვის გადარიცხულმა თანხამ 124 ათას ლარს გადააჭარბა. 



აქედან 92 483 ლარი მხოლოდ იმერეთის რეგინში დასაქმებულებზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 16 698 ლარით, მესამეზე კი - ქვემო ქართლი - 5 990 ლარით. 
დახმარების მიმღებთაგან 317 პირს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 50-დან 100 ლარამდე ერიცხება. 209 ადამიანს 150-200 ლარამდე. 203 პირს - 100-დან 150 ლარამდე. 130 პირი მხოლოდ 50 ლარამდე დახმარებას იღებს. 46 პირი 250-დან 300 ლარამდე. 41 – 200-დან 250-მდე. 28 პირს კი ყოველთვიურად 300 ლარზე მეტი ერიცხება. 


2017 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დანიშნულ სოციალურ დახმარებაში 1 582 806 ლარი დაიხარჯა.

 

წყარო:bm.ge