error1408 2018.03.27
100 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის შემთხვევაში, პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება

 ფიზიკურ პირზე 100 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის შემთხვევაში სესხის გამცემი 1 000 ლარით დაჯარიმდება. 
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

 ცვლილებების თანახმად, პირს, რომელიც 100 ათას ლარამდე სესხს ფიზიკურ პირზე ეროვნული ვალუტის გარდა სხვა ვალუტაში გასცემს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. 


კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე 100 ათას ლარამდე სესხი ეროვნული ვალუტაში არ გაიცემა, სესხის გამცემი გაფრთხილდება, ხოლო თუ გაფრთხილების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევა არ გამოსწორდება, სესხის გამცემი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.ამასთან, პირი ხელახლა დაჯარიმდება, თუ ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ სამართალდარღვევის საფუძველს არ აღმოფხვრის. 

 სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არღვევს.
 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება