error1688 2018.03.27
თბილისში გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ფულადი სანქციები თბილისში, სარეკლამო აბრების სანებართვო პირობების და დადგენილი წესების გვერდის ავლით განთავსებაზეც მკაცრდება. 

“ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომელიც ადგენს სანქციას თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის და შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისათვის. კერძოდ, დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის სამართალდამრღვევი ექვემდებარება დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 300 ლარისა), ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისათვის 3000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა).

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქცია დღესაც მოქმედებს, თუმცა მოქმედი კოდექსის მუხლი ყველა მუნიციპალურ ტერიტორიას ეხება. „ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსისთვის“ დამატებული ახალი მუხლი კი, ცალკე დაარეგულირებს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევებისათვის სანქციების საკითხს.

გარდა ამისა, დგინდება სანქცია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთის, წარმოების, გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის და იგი განისაზღვრება 1000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 3000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა).

ასევე, დგინდება სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის და იგი განისაზღვრება ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირისათვის 3000 ლარით (ნაცვლად 300 ლარისა). მკაცრდება ჯარიმები მათი განმეორებით ჩადენისთვისაც. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის, დღეს მოქმედი კოდექსით, გათვალისწინებულია გაფრთხილება, რაც აღარ იარსებებს. 

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობისა), ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების ან ორგანიზაციისას კი - 3000 ლარის ოდენობით (ნაცვლად რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობისა). ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა გაორმაგებული ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება