error1723 2018.03.28
1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა ეკარგება

  2018 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება. 
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს არ ეხება. 

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის,“- აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. კერძოდ, მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. 

რაც შეეხება ღირებულებას, მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარია.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში