error1658 2018.03.30
შესაძლოა, ვაკანსიის გამოცხადებისას ასაკისა და სქესის მითითება აიკრძალოს

„საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის მიზანიცაა ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა რაიმე ნიშნით.

 

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსის” შესაბამის მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი  ადგილის,  ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 

 როგორც „ლიბერალს" ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა​ ელზა ჯგერენაიამ განუმარტა, ვაკანსიებთან დაკავშირებული აკრძალვები გავრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე. 

 

ამასთანავე, ცვლილებები ეხება იმ ინფორმაციასაც, თუ რისი მოპოვების უფლება არ ექნება დამსაქმებელს კანდიდატისგან.

 

„დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას  ან  რწმენას,  შეზღუდულ  შესაძლებლობებს,  სექსუალურ  ორიენტაციას,  ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა“.

 

დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

კანონპროექტის მომზადება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით არის განპირობებული. 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება