ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვა საბჭოს ნდობას ხელს არ შეუწყობს. დავით ასათიანი ჟურნალისტებთან საუბარში საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დახურვის მომხრეა.
დავით ასათიანის განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემამ მაქსიმალური გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით უნდა ისაუბროს საზოგადოებასთან.
„ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის - ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, სხდომების დახურვა და გამჭვირვალობის შეზღუდვა, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ნდობის გაუარესებას შეუწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ პირიქით, მართლმსაჯულების სისტემამ მაქსიმალური გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით უნდა ისაუბროს საზოგადოებასთან,“- განაცხადა ასათიანმა.
ამასთან, დავით ასათიანი გამოეხმაურა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიმართვას.
„საერთოდ, არამარტო იუსტიციის უმღლეს საბჭო და სასამართლო, არამედ ყველა სისტემაში გენდერული ბალანსი,თანასწორობა მნიშვნელოვანია და რაიმე სახის დუსკრიმინაცია ამ მიმართულებით არის დაუშვებელი.ხოლო თავად,მართლმსაჯულების სისტემა, პირველ რიგში,უნდა იყოს მოწოდებული, რომ არათუ თავად არ მოახდინოს ასეთი დისკრიმინაცია, არამედ დაიცვას სხვა მოქალქეები და პირები ამ დისკრიმინაციისგან. შესაბამისად, თუ გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი, ცხადია, უნდა იყოს ძალიან მყისიერი, შესაბამისი,მკაცრი რეაგირება",- განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების გახშირებისა და გენდერული უთანასწორობის ატმოსფეროს გაძლიერების გამო, რაც კოალიციის შეფასებით, საბჭოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზანს ემსახურება.
კოალიციის მოსაზრებით, სასამართლო კორპუსის წარმომადგენელთა მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის შემცველი ქცევის და დამოკიდებულების სისტემატიური გამოვლენა საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლას და ადეკვატურ რეაგირებას.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში