error1507 2018.04.19
ერთი წლის განმავლობაში, 20-მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთი წლის განმავლობაში, 20- მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქეთევან ცინცაძეს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლეების ვინაობა და განმარტა, რომ დეტალურ ინფორმაციას მაისის ბოლოს გაასაჯაროვებს.

„2017 წლის 15 მარტიდან მოყოლებული 2018 წლის მარტის ჩათვლით არსებობს დაახლოებით 200 საჩივარი. ამ 200 საჩივრიდან 52 საქმესთან დაკავშირებით უკვე მოხდა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და ამ 52 საქმიდან დაახლოებით, 20 საქმეზე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დაფიანსებით ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, ანუ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ექნება ცალკე, დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომლის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსაა დაგეგმილი. მაისის ბოლოს დეტალურად განხორციელდება იმ ინფორმაციის მოწოდება, ამ ექვსი თვის განმავლობაში, რამდენ საქმეზე, რა გადაცდომებთან დაკავშირებით მოხდა საკითხების მოკვლევა და იუსტიციის საბჭოსთვის გადაცემა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ“, - განაცხადა ცინცაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ამ 20 მოსამართლეს შორის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ინსპექტორი არ აკონკრეტებს.

„ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პაუხის გაცემის უფლება არ მაქვს, თუ ვინ არიან ის კონკრეტული მოსამართლეები,რომლებზეც დევნა დაიწყო“, - განაცხადა ცინცაძემ.

მან ასევე მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დისციპლინური დევნა ნიშნავს იმას, რომ დევნა იწყება მოსამართლის მიმართ. მას ჩამოერთმევა ახსნა- განმარტება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლის უფლებაა მისცემს თუ არა იგი ახსნა-განმარტებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უკვე შემდგომი ეტაპია იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება 2/3- ით მოსამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომაც საქმე გადაეცემა სადიციპლინო კოლეგიას", - განაცხადა ცინცაძემ.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება