საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა ჩაატარა. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 2 წელში 28 უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა რადგან კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფო უწყებას აცნობონ თანამშრომლის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ, შესაძლოა, ეს რიცხვი სრულყოფილად არ ასახავს არსებულ ვითარებას.
„სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის სექტორზე: დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი; 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე; 2 დაღუპულია ელექტროენეერგიის , აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექციაში; 1 დაღუპული და 4 დაშავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობის ( ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების სექციაში და 1 დაღუპული ტრანსპორტისა და დასაწყობების სექციაში“ - ნათვამია კვლევის ანგარიშში.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს დაევალებათ, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტს შეატყობინონ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება