error1387 2018.04.24
ადვოკატთა ასოციაციაში მედიაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტის სხდომაზე, ადვოკატთა ფართო ჩართულობით, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. როგორც  ადვოკატთა ასოციაციაში განმარტავენ, სხდომაზე კანონპროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მედიაციის ასოციაციის ფუნქციებსა და მის შემადგენლობაზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტი მედიაციის კანონპროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს შეიმუშავებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს გადაეგზავნება.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მედიაციის ინსტიტუტის კანონის დონეზე რეგულირება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სამართალწარმოების ეფექტიან ადმინისტრირებას. 

„ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებით მიესალმება კანონპროექტის იმ დებულებას, რომლის საფუძველზეც მოქმედ ადვოკატს შეუძლია გახდეს მედიატორი და ჩაირიცხოს მედიატორთა რეესტრში, თუ მას გავლილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი და ფლობს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა“, - განაცხადეს ადვოკატთა ასოციაციაში. 
 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში