სესხის დაფარვის წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება და სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული.
დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.
კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15% უნდა იყოს. შესაბამისად, გამოდის რომ 500 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, სესხის დაფარვაზე მსესხებელი ყოველთვიურად 75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს.
500-დან 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დაფასარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 4 000-8 000 ლარის ფარგლებში - 35%; 8 000-დან 16 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში - 40% უნდა იყოს; 16 ათასი ლარის ზევით კი სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე (შემდგომში: მსესხებელი), გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში