ბიზნესის სტატუსის განსაზღვრაზე პარლამენტში მუშაობა დაიწყება, - ამ ინიციატივას საკანონმდებლო დონეზე დეპუტატი ლევან კობერიძე დააყენებს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თავად განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მხოლოდ შემოსავლების მიხედვით ხდება სტატუსის განსაზღვრა, რაც უნდა შეიცვალოს და საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს კონკრეტულად რას ნიშნავს მიკრო მეწარმე, მცირე ბიზნესი და ა.შ.
„ძალიან მალე ჩვენი კომიტეტის მიერ ინიცირებული იქნება, რომ კანონის ფარგლებში განისაზღვროს რა არის მცირე და საშუალო მეწარმეობა, მიკრომეწარმეობა და ა.შ. რეალურად არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, სადაც იქნება ეს განმარტებები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ყველა ეკონომიკურ რეფორმას.
ამ საკითხზე მთავრობასთან და ბიზნესთან ერთად ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებთ საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა ეს ადაპტირებული უნდა იყოს ჩვენს რეალობასთან“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება