error2113 2018.06.01
როგორ ერთვებიან მოქალაქეები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოვლენაში საზღვარგარეთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენაში მოქალაქეთა ჩართულობის საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა. 



აუდიტორების ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის ვიდეო ან ფოტო გადაღება და მისი გაზიარება ონლაინ რეჟიმში, პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. 


„ბევრმა ქვეყანამ ამ მეთოდით მნიშვნელოვნად შეამცირა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები. მაგალითად: ლიტვაში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, განახორციელონ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის ვიდეო ან ფოტოგადაღება და მასალა ატვირთონ პოლიციის სპეციალურ ვებგვერდზე , რომელსაც პოლიცია რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ესპანეთში როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ურბანულ სივრცეში ირღვევა საგზაო მოძრაობის წესები, იგი ავტომანქანას (და არა მძღოლს) უღებს ვიდეოს ან ფოტოს, შემდეგ დეტალურად აღწერს იმ ადგილს, სადაც მოხდა საგზაო წესების დარღვევა, რასაც აცნობებს ადგილობრივ პოლიციას. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მიზნით, ესპანეთში ვიდეოს ან სურათის გადაღება არ იზღუდება. მსგავსმა პრაქტიკამ კარგი შედეგები გამოიღო ავსტრალიაში, აშშ-ში, ჰოლანდიაში, სინგაპურში და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულია ვიდეორეგისტრატორების გამოყენების პრაქტიკა, რადგან იგი შესაძლებლობას იძლევა დაფიქსირდეს ავტომობილის ირგვლივ არსებული სიტუაცია, დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევის რეალური მიზეზები. პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება არა უშუალოდ შემთხვევის მონაწილეების, არამედ სხვა პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა. ასეთ დროს კი ვიდეორეგისტრატორის არსებობა მნიშვნელოვნად ამარტივებს გამოძიების პროცესს.“ - ნათვამია აუდიტის დასკვნაში.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში