სუბიექტისთვის, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება „სესხის გამცემი სუბიექტის“ სტატუსით რეგისტრაცია სავალდებულ ხდება.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, რეგისტრაციას ეროვნული ბანკი განახორციელებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მოცემული ფორმულირება საზოგადოებაში არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება იმ ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“, რომლებიც გასცემენ სესხებს პირთა ფართო წრეზე, რაც შინაარსობრივად სამეწარმეო საქმიანობაა.
კანონპროექტით, სესხის გამცემის სუბიექტის ცნება განისაზღვრება, ასევე ფართოვდება ეროვნული ბანკის მანდატი სესხის გამცემი სუბიექტის ზედამხედველობის თვალსაზრისით.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება