ბაზრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. აქედან, ერთი თვის განმავლობაში ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ორგანიზაციას შეუჩერა.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ შემცირების ტენდენცია ისევ გაგრძელდება, რის მიზეზადაც სებ-ის იმ რეგულაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალის ჯერ 500 000 ლარამდე, შემდეგ კი 1 000 000 ლარამდე გაზრდა მოუწევთ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა უკვე 15 ერთეულით შემცირდა. სებ-ის მონაცემებით, თუ 2017 წლის აპრილში ბაზარზე 88 მიკროსაფინანსო ოპერირებდა, 2018 წლის აპრილში მათი რადენობა 73 გახდა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება პირველ რიგში რეულაციებმა გამოიწვია, რომელიც დაახლეობით წელიწადნახევრის წინ მიიღეს და საწესდებო მინიმალური კაპიტალი, ასევე სხვადასხვა რეზერვები დაუწესეს. ამან პირდაპირ გამოიწვია ის, რომ პატარა მიკროსაფინანსოებისთვის, ასეთ პირობებში ბაზარზე ოპერირება მომგებიანი უკვე აღარ არის. მათ ვეღარ მოხერხეს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა. შესაბამისად, ლოგიკა მარტივია, მათ უწევთ ბაზრის დატოვება. ანუ, საქმიანობის ამ სფეროდან საერთოდ გასვლა,“-აცხადებს საბანკო პროდუქტების სპეციალისტი დავით კიკვიძე.
მისი თქმით, 1-ლი სექტემბრიდან საწესდებო კაპიტალის ნახევარ მილიონამდე, ხოლო იანვარში 1 მილიონამდე გაზდა, მიკროსაფინანსოების შემცირების ტენცენციის გაგრძელებასგამოიწვევს.
„დიდი ალბათობით, მიკროსაფინანსოების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. იმიტომ, რომ ასეთი მაკაცრი რეგულაციების დაწესება, მათთვის მარტივი საკითხი არ არის.
მიკროსაფინანსოების უმრავლესობა საშუალო დონის სიდიდის ორგანიზაციები არიან და მათთვის ასეთი დიდი მინიმალური საზედამხეველო კაპიტალის, დამატებით სხვადასხვა რეგულაციების დაკმაყოფილება, ძალიან რთულია. ამას ემატება ისიც, რომ მათ ე.წ ანაბრების მოზიდვის უფლება აღარ აქვთ. შესაბამისად, ძალიან დიდია ალბათობა, რომ უმრავლესობა ბაზრიდან გავიდეს“,-აცხადებს დავით კიკვიძე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცების შემცირების მიზეზებზე განსახვავებული მოსაზრება აქვს „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე ბესო შენგელიას. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ეს კონკურენციამ გამოიწვია.
თუმცა, შენგელიას თქმით, სებ-ის და მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები მათ შემცირების ტენდენციას აუცილებლად გააგრძელებს.
„პირდაპირ რეგულაციებს ვერ დავაბრალებდი. იმიტომ, რომ ამ პერდიოდში ისეთი მნიშვნელოვანი რეგულაციები ჯერ არ ამოქმედებულა. ალბათ, მათი შემცირება უფრო კონკურენციის მომენტს უკავშირდება. თუმცა, შემცირების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ეს მხოლოდ საწესდებო კაპიტალის მინიმალური ზღვარის დაწესებასთან არ არის დაკავშირეული.
იცით, რომ მზადდება რეგულაციების ძალიან დიდი პაკეტი, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესება, საწესედებო, საზედმხევველო კაპიტალის მინიმალური მოცულობა. ასევე, 1-ლი იანვრიდან უკვე განხორციელდება ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის რეგულაციების ახალი ტალღა, რომელიც სპეციალურ ფინანსურ კოეფიციენტებს გულისხმობს და ის უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ, საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს ველით, რაც მიკროსაფინანსოების ბაზარზე აუცილებლად აისახება და მათ რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს“,-აცხადებს ბესო შენგელია.
წყარო:bpn.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება