სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი იპოთეკასთან დაკავშირებითაც გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს. კერძოდ, როგორც ფინანასთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტშია აღნიშნული, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.
„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს,“-აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე უკვე გავრცელდება ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსზე, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობასა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელი უშუალოდ ხელშეკრულების მხარეები არიან.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში