პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება. მთავრობის ინიციატივით აიკრძალება უძრავი ქონების გარიგების ნაღდი ფულის სახით დადება და ის მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით იწარმოებს. ამასთანავე, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის შედეგადაც უძრავი ქონების საფასურის უნაღდო ანაგრისსწორების მეშვეობით დაფარვის წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები წესდება. პირველადი სასჯელი გაფრთხილებაა, ხოლო ამ გაფრთხილებიდან 30 დღის განმავლობაში "სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით", - წერია პროექტში. ეს მამუკა ბახტაძის უწყების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი უკანასკნელი რეგულაციაა. ამავე საკანონმდებლო პაკეტით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) მიმართ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება, ქვეყანაში სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილება რაც მამუკა ბახტაძემ წარადგინა, არის განვადებებისა და სალიზინგო ხელშეკრულებების უცხოურ ვალუტაზე ინდექსირების აკრძალვა. კანონპროექტის მიხედვით, 100,000 ლარამდე საგანვადებო და სალიზინგო ხელშეკრულებების რაიმე სახით უცხოურ ვალუტაზე ინდექსირება აიკრძალება. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება