error1707 2018.06.16
თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 93 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა

2018 წლის 1-ელი მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 110 სამართალდარღვევაზე მოახდინა რეაგირება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლით 93 ფიზიკური და 17 სამართალდარღვევისთვის 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა. 


ყველაზე მეტი სამართალდამრღვევი იმერეთში გამოვლინდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა იმერეთში 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 68 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 15 ფიზიკური პირი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში, 4 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დააჯარიმეს ქვემო ქართლში, 1 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში კი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის თითო-თითო ადამიანი დააჯარიმეს. 


რაც შეეხება თბილისს, მაისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711მუხლის დარღვევისთვის მხოლოდ ერთი პირი დაჯარიმდა. თუმცა 1-დან 7 ივნისის პერიოდში სამართალდამცველებმა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 2 პირი დააჯარიმეს. 
 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება