error1508 2018.06.20
ავტომობილებებზე ტექდათვალიერებისას დაფიქსირებული შენიშვნის გამოსწორების ვადა 30 დღეა

ტექდათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში მძღოლს, რომლის ავტომობილსაც დაიწუნებენ, ეძლევა ხარვეზის გამოსწორების ვადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში" აცხადებენ.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პირველადი ტექნიკური პერიოდული ინსპექტირებისას დაფიქსირებული შენიშვნის გამოსწორების მაქსიმალური ვადა 30 დღეა.

თუ 30 დღის განმავლობაში მძღოლი გაატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებას დაფიქსირებულ შენიშვნაზე და იმავე ცენტრში გაივლის მორიგ ტექდათვალიერებას, ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება.

ასევე, განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ჩაითვლება, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში, მომდევნო ინსპექტირების ჩატარების ვადის მითითებით.

ნობისთვის, 15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 8 142 კი დახარვეზებული.

ტექდათვალიერების მომდევნი ეტაპი პირველი ივლისიდან დაიწყება.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება