ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ არსებობას მიესალმებიან, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილ „ბავშვთა კოდექსში“ პრობლემურ ჩანაწერებს ხედავენ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი კოდექსის პროექტში გაწერილ მიზნებს ეთანხმება, მაგრამ აცხადებს, რომ კოდექსში ჩადებულია ბავშვთა მოვალეობების და ბავშვთა შრომის შესახებ ჩანაწერი, რაც შეიძლება უფროსებმა ბავშვზე ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენეონ. ანა არგანაშვილს მიაჩნია, რომ პროექტი ბავშვთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალების ჩართულობის ნაკლებობას განიცდის.
„კოდექსის პროექტში დევს მაგალითად ჩანაწერი ბავშვთა მოვალეობების შესახებ. ბავშვს ვერ ექნება სამართლებრივად გაწერილი მოვალეობები, ჩვენ ბავშვს ვერ ვუჩივლებთ, არა აღსრულებადია ეს. სამართლებრივი ტექნიკის მიხედვით არასწორია. თუ ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული, ბავშვი თავისი მოვალეობებით ვერ დაიცავს თავის უფლებებს. ასეთი თავის არსებობა კოდექსში, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. უფრო მეტიც, იგი წარმოშობს საფრთხეს რომ მშობელი, რომელიც ვერაფრით ვერ აიძულებს ბავშვს ე.წ. მოვალეობების შესრულებას, გადავა ფიზიკურ ძალადობაზე და ამით მოახდენს ლეგიტიმაციას.
ბავშვმა რომ მისთვის სასიკეთო ქმედება მოიმოქმედოს, მაგალითად, რომ იმეცადინოს, ეს უფროსების პასუხისმგებლობაა, რომ დააინტერესოს ბავშვი. 90 გვერდიანი დოკუმენტია, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამე კარგი სურვილით არის დაწერილი, მაგრამ გვაქვს ბავშვთა უფლებებზე კომპეტენციის პრობლემა", - აცხადებს ანა არგანაშვილი.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში