„კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზაში მსესხებელზე ნეგატიური ჩანაწერი მართალია, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში რჩება, თუმცა სტატუსი „იყო ნეგატიური“ საფინანსო ინსტიტუტების შიდა ბაზაში მუდმივადაა.
საფინანსო ორგანიზაციები კი სესხის გაცემისას გარდა „კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზისა, შიდა ბაზით ხელმძღვანელობენ და სესხის გაცემის გადაწყვეტილებას მხოლოდ პირის საკრედიტო ისტორიის გაანალიზების შემდეგ იღებენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა მსესხებელმა საფინანსო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რათა მომავალში მას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.
რატომ იზრდება პრობლემური სესხების რაოდენობა? ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის, ყველაზე მთავარი ეკონომიკური მდგომარებაა. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების ქცევა, როდესაც ისინი სესხს არასწორი მიზნით იღებენ, მაგალითად, აზარტული თამაშებისთვის. არადა, ამ შემთხვევაში მიზანი თავიდანვე მცდარია, რადგან გამდიდრების სურვილით შეპყრობილი მოსახლეობის ნაწილს, ფინანსურ მდგომარეობა კიდევ უფრო ურთულდება.
როგორც „ბიზნესპრესთან“ საუბრისას მიკროსაფინანსო“ ორგანიზაცია „ლენდოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი აცხადებს, ბოლო დროს პრესაში თუ ონლაინ მედიაში აქტიურად შუქდება საკრედიტო ისტორიიდან (ე.წ „შავი სია“) შედარებით მოკლე ვადაში კლიენტის ამოღების საკითხი. „არსებული რეალობა სამწუხაროდ, მცდარ წარმოდგენას და მოლოდინებს აჩენს ბაზარზე. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა მოიხსნება, როცა მაგალითად, ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერი იქნება 5 წლის მაგივრად 3 წელი. შეცდომაა მსგავსი იმედით ცხოვრება.
აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული საფინანსო ინსტიტუტი, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს ძირითად ანალიზს და რისკების შეფასებას, „კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემები ამ შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას წარმოადგენს. ყველას დაუგროვდა გარკვეული მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც ხორციელდება საკრედიტო რისკების შეფასება.
აქედან ცალსახაა, რომ საკრედიტო ინსტიტუტები კლიენტებზე ჩანაწერებს ინახავენ, სადაც ნათლად ჩანს კლიენტის საკრედიტო ქცევა, თუ როგორ იხდიდა ის ვალდებულებებს წარსულში. შესაბამისად, კომპანიები თავად გადაწყვეტენ მიდგომას ამა თუ იმ ისტორიულად ნეგატიური საკრედიტო ქცევის კლიენტთან. მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ წარსულში ვადაგადაცილების ჩანაწერის არარსებობა მას გაუმარტივებს სესხის აღებას ახლა ან მომავალში“, - განაცხადა ნონიკაშვილმა.
გარდა იმისა, რომ ასეთი კლიენტი მომავალში მიიღებს უარს, საქმე მხოლოდ ამ უარით არ დასრულდება. ქვეყანაში მოქმედებს სესხის ამოღების რამდენიმე მექანიზმი. გარდა სესხის ამომღები ორგანიზაციების თუ კომპანიების აქტიური მუშაობისა, შესაძლებელია იურიდიული მიმართულების ჩარევაც, სასამართლო თუ სააღსრულებლო სამართალწარმოება, რომელიც სრულდება კლიენტისათვის არასასურველი შედეგით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს დაუკარგავს მანქანა, სახლი თუ მიწა, გადაუხდელი სესხის გამო, თუნდაც ეს ყოფილიყო შედარებით მცირე თანხა. საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები თუ მიკროსაფინანსო კომპანიები ცდილობენ აქტიურად სამართალწარმოების, როგორც ერთერთი ყველაზე ეფექტური არხის გამოყენებას.
იმისათვის, რომ ადამინი არ მოხვდეს არც „შავ სიაში“ და არც ქონება დაკარგოს, შესაბამისად, მომავალშიც ისარგებლოს საკრედიტო პროდუქტებით, აუცილებელია პასუხისმგებლობის გათავისება და საფინანსო სექტორის მიმართ აღებული ვალდებულების შესრულება. ხშირად კლიენტები უშვებენ შეცდომას და კომპანიის წარმომადგენებთან სრულიად არასწორ კომუნიკაციას ამყარებენ. მოვალეების ნაწილი ამბობს, რომ „ორგანიზაცია მათ ვერაფერს ვერ დაუშავებს“, ეს რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მსესხებელზე. რა უარყოფითი შესაძლებელია მოყვეს გადაუხდელ სესხს: 1. ე.წ „შავი სია“-ში მოხვედრა; 2. მომავალში სესხის აღების გართულება; 2. სასამართლო წარმოება, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს ვალდებულების ზრდა; 3. სააღსრულებლო ბიუროს ვიზიტი და ქონების კონფისკაცია (ჩამორთმევა/გაყიდვა); 4. საბანკო ანგარიშების დაყადაღება, კლიენტი ვეღარ შეძლებს ბანკში ოპერაციების განხორციელებას და ა.შ.
ასევე არასწორია საფინანსო სექტორის მოთამაშეებთან სესხების რანჟირება. კერძოდ, მსესხებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ბანკის სესხი უნდა დაფაროს, შემდეგ კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ონლაინ-სესხების კომპანიების. ასეთ დროს, ამ მსესხებლის საკრედიტო ისტორია ხდება „ნეგატიური“ ვთქვათ ონლაინ სესხების კომპანიაში და სესხს ის უკვე ვერც ბანკში აიღებს, ვინაიდან ბანკი ამ ვადაგადაცილებულ სესხს მაღალი რისკის კატეგორიას მიანიჭებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა საკრედიტო ვალდებულებას ერთიანი პრინციპით მივუდგეთ, რომ ყველა ვალი არის გადასახდელი, პასუხისმგებლობა ერთნაირი სიმძიმისაა ნებისმიერი ინსტიტუტის თუ საკრედიტო პროდუქტის შემთხვევაში.
რა უნდა გავაკეთოთ ვადაგადაცილების დროს? როგორ უნდა იმოქმედოს კლიენტმა და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ? ვადაგადაცილების დროს მიზანი ერთობლივი უნდა იყოს, ერთის მხრივ, კლიენტმა უნდა გადადგას ნაბიჯი პრობლემის მოგვარებისაკენ, აჩვენოს კომპანიას, რომ თანახმაა ვადაგადაცილებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე, მეორე მხრივ კი კომპანიამ შესაძლებლობების ფარგლებში შეძლოს გარკვეული შეღავათების შეთავაზება, გადახდის გრაფიკის გონივრულ ვადაზე გადანაწილება და ვალდებულების შესრულების საბოლოო შეთანხმება. ამ შემთხვევაში ორივე მხარე დარჩება მოგებული და აღარ დადგება სავალალო შედეგები. სესხის რესტრუქტურიზაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი, პრობლემების თავიდან არიდების საშუალება.
„მაკრო დონეზე, რომ შევაფასოთ ეს პრობლემა, ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მოგვარების ორი გზა არსებობს და ორივეს გრძლევადიანი გადაწყვეტა აქვს: 1. განათლების ამაღლება, კერძოდ ფინანსურ ნაწილში; 2. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას და მომხმარებლის კრედიტგადამხდელუნარიანობის ამაღლებას“, - განაცხადა მიხეილ ნონიკაშვილმა.
წყარო: bpn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში