error3062 2018.07.10
ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

დასაქმების სერვისების კანონპროექტის მიხედვით, ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს და სახელწიფოს მიერ შეთავაზებულ სამსახურზე უარს აცხადებს, სოციალური შემწეობა მოეხსნება. 

როგორც შრომის, ჯანმრთევლობისა და სოციალური დაცვის დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  განმარტავს, კანონპროექტში საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ჩანაწერი არსებობს, თუმცა მასზე მსჯელობა მიმდინარეობს დაჯერ გდაწყვეტილი არ არის. 

„პროექტში ჩანაწერი არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეკონომიკის სამიინისტროდან მიღებული გვაქვს კომენტარები, თუმცა საკითხი ჯერ ბოლომდე არ განხილულა. ეს პრინციპი ჩადებულია, როგორც საერთაშორისო პრინციპი, მაგრამ ვისზე გავრცელდება და როგორი პირობებით განხორციელდება, ამჟამად ეს გადაწყვეტილი არ არის. მაგალითად, შეიძლება პირი იყოს შრომისუნარიანი, მაგრამ ამასთანავე უვლიდეს შშმ პირს. ასეთ შემთხვევაში ის ვერ წავა სამსახურში. ასეთი დეტალები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტში წერია, რომ შეთავაზებული სამსახური ხელფასის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, პროფესიისა და უნარების გათვალისიწინებით ადეკვატური უნდა იყოს. თუ ოჯახში არსებობს შრომისუნარიანი ადამიანი, რომლის ადექვატური სამსახური ვერ მოიძებნა, მაშინ მან უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან შესაბამისი სერვისები. მაგალითად, გადამზადდეს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად. სახლში არ უნდა იჯდეს და არ უნდა ელოდებოდეს სოციალურ დახმარებას", - განაცხადა  ელზა ჯგერენაიამ. 

დასაქმების სერვისების კანონპროექტის შეთანხმებული ვერსია მთავრობას დეკემბერში გადაეგზავნება, რის შემდეგაც პროექტს პარლამენტს წარუდგენენ.

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში