ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის პროექტების ფარგლებში დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს, რომლის ამოქმედების შემდეგაც დასაქმების კონკრეტული სამიზნე ჯგუფები გაიწერება.
როგორც ჯანადაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია განმარტავს, მთავარი მიზანი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული მოსახლეობის მოტივაციის გაზრდაა, რათა მათ შემოსავლების მიღება გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ შეძლონ.
"დასაქმების სერვისების კანონპროექტი კონკრეტული სერვისების გაწერას და ჩამოყალიბებას გულისხმობს, მასში გაწერილი იქნება სამიზნე ჯგუფები, განისაზღვრება სამუშაოს მაძიებელთა სია. უმთავრესი მიზანი კი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული მოსახლეობის დასაქმებისთვის მოტივაციის გაზრდა, მათი გააქტიურება და შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციაა",- აცხადებს ჯგერენაია.
პროექტი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში მუშავდება და როგორც ელზა ჯგერენაია აცხადებს მისი განხილვები საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისად საჯარო სივრცეში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
"ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა სერვისების მიწოდება და მათი გაუმჯობესებაა, როგორც ხარისხობრივი ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ამ ეტაპზე სამინისტრო ახალ დოკუმენტზე, შრომისა და დასაქმების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც 4 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს და რომელშიც ის აქტივობები გაიწერება სადაც, სამუშაო მაძიებლებისათვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები მოხვდება. მათ შორის არის მომზადება გადამზადების სერვისები, რომელიც კონსულიტირებას, კარიერის დაგეგმვას ეხება და რაც დაბალკონკურენტუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის დონეს გაზრდის, რაც მას დასამქებაში ხელს შეუწყობს”,- განმარტავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
წყარო: bm.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში