error2353 2018.07.10
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

საზედამხედველო კაპიტალის ოდენობასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესშია“ აღნიშნული. 

კერძოდ, 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მისო-ების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი; 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. 

მაშინ როცა, აქამდე ცნობილი იყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა 500 ათას ლარამდე 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო არანაკლებ 1 მლნ ლარამდე 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევდათ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი ვადების გადაწევას მოითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრიდან აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მისო-ების 70-80%-ით ბაზრიდან გასვლას გამოიწვევდა.

 

წყარო: bpn.ge