error2314 2018.07.12
ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები იზრდება. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ბანკებში 2 047 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 5 თვეში ბანკებში 1 472 პრეტენზია დაფიქსირდა. 

2018 წლის 5 თვის პრეტენზიების სამეულში შედიან:

1) მიმდინარე ანგარიში - 782 განაცხადი

2) სამომხმარებლო სესხი - 404 განაცხადი

3) საკრედიტო ბარათი – 196 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 17,8% (366 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 74,5%-ის შემთხვევაში (1 526 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 106 შემთხვევის განხილვა კი კომერციულ ბანკებს არ დაუსრულებია.

რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.

 

წყარო: bpn.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში