საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აღამასრულებელ მდივანი კომიტეტების ხელმძღანელებს შეხვდნენ
შეხვედრაზე კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს 2018 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია. ასევე, დასახეს სამომავლო მუშაობის მიმართულები.
გამოითქვა მოსაზრება, რომ განახლდეს კომიტეტების შემადგენლობები, რათა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადვოკატს მიეცეს ასოციაციის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა.
„მსურს, გამოვხატო მადლიერება კომიტეტების თითოეული წევრის მიმართ, რადგანაც ისინი უსასყიდლოდ მუშაობენ და ემსახურებიან ისეთი საკითხების მოგვარებას, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის სიძლიერისთვის. 2018 წელს კომიტეტების მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდა და თვისებრივად ახალ ფორმატში გადავიდა. ასოციაციის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის დამუშავება ბოლო ეტაპზეა და მისი დამტკიცების შემდეგ კომიტეტებს კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრებათ სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.“ - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება