საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადვოკატურას ურთიერთობის საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა, რამაც წლების განმავლობაში ამ პოლიციელებსა და ადვოკატებს შორის ერთგვარი გაუცხოება განაპირობა. პოზიტიურ ნაბიჯად მიგვაჩნია ინსტიტუციონალური კომუნიკაციის ახალი გზების მონახვა, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატის უფლებათა დაცვის, მათ შორის დაკავებულ პირებთან წვდომის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. აღნიშნული აუცილებლად წაადგება ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესს“ - განაცხადა დავით ასათიანმა."
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში