„სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას აფასებს და აცხადებს, რომ „მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, დადებითად აისახება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში“.
ღონისძიება დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის: „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წესები და მისი ეფექტი და ურთიერთმიმართება შეჯიბრობითობის პრინციპთან“, „იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან“, „იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან“ , „ბიზნეს დავების განხილვის თავისებურებები“, „პროცესი მრავალი მხარის მონაწილეობით და მისი თავისებურებები“, „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებები და შებრუნების გარანტიები“, „სასამართლო დამოუკიდებლობის და სასამართლოში საქმეთა გადანაწილების პრინციპი გერმანიაში“
ღონისძიება გახსნასაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ბრანდენბურგის რეგიონალური ადვოკატთა პალატის პრეზიდენტმა, დოქტორმა ფრანკ ენგელმანმა. ფორუმს ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი.
ფორუმი ხვალ, 15 ნოემბერს დასრულდება.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება