error1336 2018.11.16
„2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა“

2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი, ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, შსს-ს პრიორიტეტია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

„სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი, მაშინ როცა 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

• 2016 წელს მოკლულია 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.

• 2017 წელს მოკლულია 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ.

• 2018 წლის 10 თვეში მოკლულია 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 - სხვა პირის მიერ.

2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან:

• 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა;

• 1 შემთხვევაში დამ - და;

• 1 შემთხვევაში ძმამ - და;

• 1 შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი;

• 1 შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.

2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან - 1 ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ.

„2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში