error1856 2018.11.22
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „მედიაციის დღეები 2018“ იმართება

 თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „მედიაციის დღეები 2018“, რომელზეც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა განიხილება.

 

 კონფერენციას ასზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, ავსტრიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები, მოსამართლეები, პროკურორები და სოციალური მუშაკები, ასევე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებმა მედიაციის განვითარების მნიშვნელობასა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.


 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებლის, მზია თოდუას განცხადებით, „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მედიაციის განვითარებისა და შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ამ წარმატების გაღრმავებას“.

 

საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარება სწორედ ასეთი ალტერნატიული გზების არსებობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

 

 კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა სუზან სტერნმა.

 

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ბაქრაძე და კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე ალექსანდრე წულაძე.

 

 კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც როგორც მედიატორმა, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მედიაციასთან დაკავშირებით დგას დღეს საქართველოში. მან ასევე დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომომავლოდ მედიაციის, როგორც  მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღრმავების აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტები.

 

 ღონისძიებას ესწრება საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი და ადვოკატი ანა გორდეზიანი. ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მედიაცია ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ რეფორმათაგან, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში გატარდა. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  მედიაციის აქტიური გამოყენება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე, რადგან ეს ბევრად გაამარტივებს ამა თუ იმ საქმის,დავების მოგვარებას“.

 

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავების მოგვარება და საჯარო სამსახურში შრომით დავებზე მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.

კონფერენციის დასასრულს, 22 ნოემბერს, გაიმართება სამუშაო შეხვედრა მედიატორებთან, რომელსაც გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი, მედიაციის აკადემიის დამფუძნებელი ალედ დეივისი.

 

თბილისის მედიაციის დღეების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა UK aid, და გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. კონფერენციას გახსნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მზია თოდუა.

დედაქალაქი მედიაციის დღეებს 21-22 ნოემბერს უმასპინძლებს.

 თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „მედიაციის დღეები 2018“, რომელზეც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა განიხილება.

 

 კონფერენციას ასზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, ავსტრიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები, მოსამართლეები, პროკურორები და სოციალური მუშაკები, ასევე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებმა მედიაციის განვითარების მნიშვნელობასა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.


 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებლის, მზია თოდუას განცხადებით, „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მედიაციის განვითარებისა და შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ამ წარმატების გაღრმავებას“.

 

საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარება სწორედ ასეთი ალტერნატიული გზების არსებობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

 

 კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა სუზან სტერნმა.

 

 კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც როგორც მედიატორმა, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მედიაციასთან დაკავშირებით დგას დღეს საქართველოში. მან ასევე დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომომავლოდ მედიაციის, როგორც  მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღრმავების აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტები.

 

 ღონისძიებას ესწრება საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი და ადვოკატი ანა გორდეზიანი. ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მედიაცია ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ რეფორმათაგან, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში გატარდა. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  მედიაციის აქტიური გამოყენება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე, რადგან ეს ბევრად გაამარტივებს ამა თუ იმ საქმის,დავების მოგვარებას“.

 

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავების მოგვარება და საჯარო სამსახურში შრომით დავებზე მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.

კონფერენციის დასასრულს, 22 ნოემბერს, გაიმართება სამუშაო შეხვედრა მედიატორებთან, რომელსაც გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი, მედიაციის აკადემიის დამფუძნებელი ალედ დეივისი.

 

თბილისის მედიაციის დღეების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა UK aid, და გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. კონფერენციას გახსნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მზია თოდუა.

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში