error1322 2018.12.07
2010 წელთან შედარებით, საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა 13 798-ით შემცირდა

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2010 წელთან შედარებით, 2018 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 13 798-ით შემცირდა. 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 23 684-ს შეადგენდა, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი 9 886 გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით მსჯავრდებულთა რაოდენობა 24 114-მდე გაიზარდა, ხოლო 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით 19 349-მდე შემცირდა.

რაც შეეხება 2013 წელს, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 9 093 შეადგინა, 2014 წელს - 10 372, 2015 წელს - 9 716, 2016 წელს - 9 334, ხოლო 2017 წელს - 9 280.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში არც ერთი არასრულწლოვანი ქალი მსჯავრდებული არ იმყოფება, არასრულწლოვანი კაცი მსჯავრდებულების რაოდენობა კი 37-ს შეადგენს.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2010 წელს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რაოდენობა სულ 206 იყო, საიდანაც 3 არასრულწლოვანი ქალი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.

2011 წელს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა 177-მდე შემცირდა, 2012 წელს - 123-მდე, 2013 წელს კი 75-მდე.

ამასთან, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, საიდანაც ყველა მათგანი კაცი მსჯავრდებული იყო, ხოლო 2015 წელს მათი რაოდენობა 35-მდე შემცირდა.

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 2016 წელს და 16 გახდა, საიდანაც არასრულწლოვანი ქალი მსჯავრდებული ერთი იყო. 2017 წელს კი მათი რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, საიდანაც ყველა არასრულწლოვანი კაცი მსჯავრდებული იყო.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება