error1527 2018.12.07
საკონსტიტუციო სასამართლომ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. 

როგორც ცნობილია, სარჩელი თავდაპირველად წარმოებაში პირველმა კოლეგიამ მიიღო, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პლენუმს გადასცა. პლენუმმა კი გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

ცნობისათვის, მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეს მოქმედი ნორმები მისივე გადაწყვეტილებით, 2012 და 2014 წლებში თავად ცნო ანტიკონსტიტუციურად, თუმცა შემდგომში ხელისუფლებამ ახალი მორატორიუმი გამოაცხადა. ამიტომ სასამართლოს პლენუმს შეუძლია ანალოგიურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, საქმის განუხილველად გამოიტანოს გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნოს მორატორიუმის პირობები, რასაც აქვს როგორც პრინციპული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობის დაკანონება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ნორმაც გავასაჩივროთ”,- აცხადებდა მოსარჩელე მხარე.


მართალია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რამდენადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.
 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება